ვახტანგ ღლონტის სალონური საღამოები გრძელდება. პროექტის სტუმარი ამჯერად ჟურნალისტი და რეჟისორი სოსო სტურუა იყო. სალონური საღამოს ფარგლებში სოსო სტურუას შემოქმედებაზე ისაუბრეს, მისი ძირითადი მიმართულება ეთნოგრაფიაა. ,,სახლი სოხუმში’’ - პირველად ნახა დღეს ფართო საზოგადოებამ რეჟისორის 3 წუთიანი მხატვრული ფილმი. სოსო სტურუა 60-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ავტორი და რეჟისორია, ასევე გადაღებული აქვს ერთი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ვახტანგ ღლონტის სალონური საღამო მწერალთა სახლში გაიმართა.