''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ქალაქის მერს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. რეზო ხარაზის თქმით, არჩილ ჩიქოვანი იმ კომპანიასთან აფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც მისივე რწმუნებით ეჭვმიტანილია სამუშაოების არასათანადოდ შესრულებაში. აქვე განმარტავს, რომ კომპანია ქართულ ოცნების შემომწირველიცააა.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით შპს,, გზა’’ 26 მილიონ ლარს მიიღებს სამი ქუჩის კეთილმოწყობისთვის, მაშინ, როცა მათ ნაწილს რეაბილიტაცია გასულ წლებში უკვე ჩაუტარდა.
რეზო ხარაზმა ბრიფინგზე მიმდინარე წელს შესრულებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც მისივე თქმით, უხარისხოდაა შესრულებული და ქალაქის მერს ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
ბათუმის ვიცე-მერის თქმით, საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ გაფორმდება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება. რაც შეეხება შპს ,,გზას, ლევან დავითაძემ ხაზი გაუსვა კომპანიის გამოცდილებას.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას, განაცხადა, რომ ტენდერი პროცედურების სრული დაცვით იყო გამოცხადებული.