„ლელოს“ შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან

21 მარტი 2023, 11:01 549 ნახვა

ხელისუფლება პანიკაშია, რადგან აღმოაჩინა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ დამოუკიდებელი, თავისუფალი, მებრძოლი ადამიანები - რაც მეტ რეპრესიას მოიტანენ, მით მეტ პასუხს მიიღებენ საზოგადოებისგან, - განაცხადა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ადვოკატებთან შეხვედრის დაწყებამდე.  მისი თქმით, დღეს იმ ადვოკატებს ხვდებიან, რომლებიც აქციებთან დაკავშირებით წარმოებულ საქმეებზე მოქალაქეებს იცავენ.

როგორც აღნიშნა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა შემოვლითი გზებით გააჩეროს ეს ადამიანები. მისი თქმით,   ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ, რომ სადამსჯელო ღონისძიებები შემსუბუქდეს მოქალაქეებისთვის.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში