აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ

21 მარტი 2023, 11:28 666 ნახვა

ადამიანის უფლებების შესახებ  სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში საქართველოც მოხვდა,  რომელშიც წერია, რომ ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება დაუსჯელობა, იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ ზომები მიიღო ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოსაძიებლად.

როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, მთავრობის წარუმატებლობამ, სარწმუნო გამოძიება ჩაეტარებინა და სამართლებრივი დევნა განეხორციელებინა 2021 წლის ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ, ამ სამართალდარღვევების კუთხით დაუსჯელობა გამოიწვია.

ასევე უწყება აცხადებს, რომ ანგარიშვალდებულების ნაკლებობა გაგრძელდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენებისა და  აფგან მუხთარლის საქმეზე. განხილულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაც.

აღნიშნავენ, რომ მთავრობამ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს ნება დართო, ეწვიონ იმ პირებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პოლიტპატიმრები არიან. თუმცა მათივე თქმით, ამ ნებართვით რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ისარგებლა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოში გამოეხმაურნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი