ვინ გამოხატავს მოქალაქის ინტერესს თვითმმართველობაში? -კვლევის პრეზენტაცია

17 მაისი 2016, 00:00 4559 ნახვა

გამოკითხულთა 40% ფიქრობს, რომ მოქალაქეთა ინტერესებს არც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არც საქართველოს პარლამენტარში მაჟორიტარი დეპუტატები არ გამოხატავენ. ასეთი შედეგი “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2016 წლის 16-28 მარტს ქვეყნის მასშტაბით გამართული გამოკითხვით მიიღო, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით, “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” ჩაატარა.  თვითმმართველი ქალაქების მოსახლეობა გაცილებით უფრო ნეგატიურად აფასებს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას, ვიდრე დანარჩენი მუნიციპალიტეტების ელექტორატი. გამოკითხვაში მონაწილეობა 2032 ადამიანმა მიიღო.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში