დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. პირველად ეს დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2006 წელს აღინიშნა.
2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. ამ დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა, რა დროსაც ნაყოფის უჯრედებში 46-ის ნაცვლად 47 ქრომოსომა ჩნდება. თარიღი 21.03 სიმბოლური ხასიათისაა, რადგან დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის გასამებით ვლინდება.
დღეს, 21 მარტს ტყის დაცვის საერთაშორისო დღეც აღინიშნება.