ბათუმელი მსაჯი მსოფლიო ჩემპიონატზე მიიწვიეს

20 მარტი 2023, 19:51 681 ნახვა

24 მარტს ინდოეთში ჭადრაკში, მსოფლიოს ქალთა გრან-პრის სერიის მესამე ეტაპი იწყება, რომელშიც საქართველოდან ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი იასპარეზებენ. ტურნირიზე „ფიდემ“ მთავარი მსაჯის მოადგილედ ბათუმელი რეფერი, საჭადრაკო კლუბ „ნონას“ მენეჯერი მარიკა ჯაფარიძე მიიწვია, რომელსაც უმაღლესი რანგის ტურნირებზე მსაჯობის დიდი გამოცდილება აქვს. ის უკვე იყო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მთავარი მსაჯი. აქვე გეტყვით, რომ ზაფხულში ბათუმი ქალთა შორის ჭადრაკში ასაკობრივ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც ბათუმელი არბიტრი ტურნირის მთავარი მსაჯი იქნება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი