ბადრი ესებუა ერთ-ერთმა მოწმემ ამოიცნო

20 მარტი 2023, 18:12 700 ნახვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა  დირექტორმა - ბადრი ესებუა ხმით ამოიცნო და თქვა,რომ ბანკზე თავდამსხმელი სწორედ ის არის. ავთანდილ გალდავა დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით  რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.  მან დეტალურად გაიხსენა ძარცვის დღე, თუ როგორ მოხდა პირველი კომუნიკაცია თავდამსხმელთან, შემდეგ  მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ  თანხის გადაცემა, მან ასევე დეტალურად მოყვა, შეიარაღებული თავდამსხმელის ბრძანებით თუ როგორ ჩასხდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილში ის და კიდევ 3 მძევალი და  წავიდნენ გაურკვეველი მიმართულოებით. ავთანდილ გალდავამ როგორც მოსამართლეს უთხრა, მძარცველი სახელწიფოს სთხოვდა თანხას,  ნახევარი მილიონი დოლარი კი „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალიდან ჩაიტანეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში