აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია - დავით გაბაიძის, ტიტე აროშიძის, ფრიდონ ფუტკარაძის, მარინე გვიანიძისა და ლაშა სირაბიძის შემადგენლობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბრანდენბურგის ლანდტაგისა და პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმიკის წარმომადგენლებთან ერთად, სამმხრივ კონფერენციაში მონაწილეობდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, კონფერენციაზე, მხარეებმა პარტნიორ რეგიონებთან თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს, სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და სამმხრივი თანამშრომლობის განაცხადს ხელი მოაწერეს.
კონფერენციის დაწყებამდე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს - დავით გაბაიძესა და დელეგაციის წევრებს ბრანდენბურგის მიწის პარლამენტის პრეზიდენტმა, ულრიკე ლიდკემ უმასპინძლა.