მეათე მოწვევის პარლამენტში გიორგი ამილახვარსა და ირაკლი კოვზანაძეს "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მომდევნო წევრები ჩაანაცვლებენ.
მმართველი გუნდის საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში შესვლა უწევთ გიორგი ჩაკვეტაძესა და თენგიზ შარმანაშვილს.
გიორგი ამილახვარი დღეს განათლების მინისტრად წარადგინეს, ირაკლი კოვზანაძემ კი საკუთარ მანდატზე უარი განაცხადა.