დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ფინალი ესპანეთის ქალაქ ბადახოსში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
საქართველოსა და პორტუგალიას შორის აქამდე 24 მატჩი გამართულა, საიდანაც 17-ჯერ "ბორჯღალოსნებმა" გაიმარჯვეს, 3-ჯერ ფრედ დასრულდა და 4 მატჩი პორტუგალიის სასარგებლოდ დასრულდა.
ლევან მაისაშვილის გაწვრთნილ საქართველოს დღეს მე-15 ტიტულის მოპოვების შანსი აქვს.