მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე იმსჯელეს. აგრეთვე განიხილეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ქალაქების და კურორტების განვითარების პროგრამა 2023-2028 განიხილეს, რომლის შესახებაც მოხსენება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა წარადგინა.
სხდომაზე ითქვა, რომ გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა ფიქსირდება, რასაც ინფლაციის დონის შემცირება მოჰყვა.
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა კი გასულ თვეებში 8%-ს გადააჭარბა. 61%-ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა.