6 წლიანი პატიმრობა უფლებამოსილების გადამეტებისთვის

18 მარტი 2023, 11:13 580 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული  პირი დამნაშავედ ცნო.  ამის შესახებ განცხადებას  პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით,  სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 8 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს  დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ადმინისტრაციულ შენობაში, მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროცესის მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, გადაამეტა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საჯარო სივრცეში, მოქალაქეების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე ცენტრის ბენეფიციარს, რითაც შეილახა დაზარალებულის პირადი ღირსება, ასევე დაირღვა მისი და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ბრალდებულს  6 წლის  ვადით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი