თორნიკე შენგელიას „ბოლონია“ ევროლიგაზე დამარცხდა

17 მარტი 2023, 19:30 472 ნახვა

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ სტუმრად საფრანგეთში მონაკოსთან წააგო. სტუმრებმა შეხვედრა 13 ქულით დათმეს - 68:81. ვირტუსი ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-16 შეხვედრაში დამარცხდა. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ვირტუსი 26 ქულით ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა. შენგელიას გუნდი ევროლიგის 30-ე ტურში რეალს შეხვდება, რომელმაც ამ ტურში იტალიურ „მილანოს“ აჯობა და საპლეიოფე ზონაში მეორე ადგილზეა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი