დაპირისპირება ''ნაციონალურ მოძრაობაში''

17 მარტი 2023, 14:06 708 ნახვა

,,9 აპრილს  დაანოსნებული საპროტესტო  აქციაა და მიშას ჰუმანიტარული მიზნით ქვეყნიდან გაყვანამდე გრძელდება თუ ვიკრიბებით და ვიშლებით? და საერთოდ, ხელისუფლების მიმართ რა არის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნა ამ აქციაზე?“   

ამ კითხვებით ასრულებს  სოციალური ქსელში გამოქვეყნებულ პოზიციას ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ენმ -ს წევრი მირდატ ქამადაძე, რომელიც ნიკა  მელიას ფლანგს წარმოადგენს.  ის მისი გუნდის წევრებისგან კონკრეტულ  და ჩამოყალიბებულ პასუხებს ითხოვს. 

ამასთნ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში,  ვანო მერაბიშვილის  ბოლო დროს გააქტიურებას ეხმაურება და ფიქრობს, რომ იგი   ისეთივე მატყუარაა, როგორც ივანიშვილი,  კობახიძე  და ღარიბიაშვილი.  

მირდატ ქამადაძის  ამ პოსტს   კომენტარები   და დაპირისპირება მოჰყვა სოციალურ ქსელშივე.  ფბ სტატუსთან დაკავშრებით სატელევიზო კომენტარს ენმ-ში არ აკეთებენ, სატელეფონო ზარებს არც მირდატ ქამადაძე პასუხობს.   

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი