ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია. ლიგის მომდევნო ეტაპების წილისყრა დღეს, 17 მარტს თბილისის დროით 15:00 საათიდან გაიმართება.
2022/23 წლების მეოთხედფინალში რეალ მადრიდი, მიუნხენის ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, ნაპოლი, მილანის ინტერი, მილანი, ლონდონის ჩელსი და ლისაბონის ბენფიკა ითამაშებენ.
მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები 11-12 და 18-19 აპრილს ჩატარდება. ფინალს კი 10 ივნისს სტამბოლი უმასპინძლებს.