ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ ქვეყანა გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება ისრაელის ულტრა-მემარჯვენე კოალიციის მიერ დაგეგმილი რეფორმის გამო, რომელმაც გასულ კვირებში ისრაელში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.
ჰერცოგმა სასამართლო სისტემაში ალტერნატიური ცვლილებები წარმოადგინა და დასძინა, რომ ჩართულია საშუამავლო ძალისხმევაში და ათასობით ადამიანსაც შეხვდა. ისრაელის მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ ახალი წინადადებების უკან სამთავრობო კოალიცია არ დგას. სამოქალაქო ომი არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთას არანაირ ფასად და არანაირი გზით არ დავუშვებ - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას.
პრეზიდენტის თქმით, ისრაელი ღრმა კრიზიშია, მაგრამ ამასთანავე დიდი შესაძლებლობების წინაშე და გზის გასაყარზეა.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის სასამართლო სისტემის რეფორმა ძირეულ ცვლილებებს ითვალიწინებს ისრაელის სასამართლო სისტემაში. მთავრობა უფრო დიდი გავლენის მოიპოვებს ცდილობს მოსამართლეების არჩევაში და სურს შეზღუდოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება.
ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა დღეს პრემიერის რეზიდენციასთან და ამდენივე ბენ-გურიონის აეროპორტთან, რათა ნეთანიაჰუს გერმანიაში გამგზავრებისთვის ხელი შეეშალათ.