საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გასაუბრების პროცესი იწყება

15 მარტი 2023, 20:12 1129 ნახვა
00:00
00:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ფარგლებში გასაუბრების პროცესი იწყება. გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც სერტიფიცირების პირველი საფეხური, ტესტირება წარმატებით გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი  (მაქსიმალურ ქულათა 60%). დირექტორობის მსურველთა გასაუბრება 20 მარტს დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში