12 პრიორიტეტის შესრულება ერთადერთი გზაა ქვეყნისთვის, რომ მის მიერ არჩეულ ევროპულ გზაზე წინ წაიწიოს და ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის შესასრულებელია - ამ შინაარსის განცხადებები ისმოდა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე.ევროპელი კანონმდებელი ანდრიუს კუბილიუსი ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდა ქართველ ხალხს, მაგრამ არა ხელისუფლებას. მისი დაკვირვებით ამიტომაც განგებ ქმნის ახალ-ახალ პრობლემებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. განცხადებები გაკეთდა ე.წ-ულ რუსულ კანონთან დაკავშირებითაც. არაერთმა ევროპარლამენტარმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. ევროპელი კანონმდებლების განცხადებით, მთავრობის მხრიდან ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი იყო პროვოკაცია. კანონპროექტების გაწვევა კი გამამხნევებელი და პოზიტიური ნიშანი.