ქართველი პარა ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური 2023 წლის ალექსანდრიას გრან-პრის გამარჯვებულია გოგოჭურმა +90კგ წონითი კატეგორიის პირველ შეხვედრაში ყაზახი პარასპორტსმენი დაამარცხა, ნახევარფინალურ ბრძოლაში ბრიტანელ პარალიმპიურ ჩემპიონს სძლია, ფინალში კი უზბეკ პარასპორტსმენს მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა.
ალექსანდრიას გრან-პრიზე სულ 33 ქვეყნის 161 სპორტსმენი გამოდის, რომლებიც 2024 წელს პარიზში გასამართ პარალიმპიადის საგზურისთვის იბრძვიან.
ჩვენი ნაკრები ეგვიპტეში საერთო ჯამში 6 ძიუდოისტით არის წარმოდგენილი.