ახალი მესაკუთრის გეგმები

08 თებერვალი 2017, 00:00 2187 ნახვა

კომპანია  “ბიზნეს დეველოპმენტმა” ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორია ტურიზმის განვითარების ფონდთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე შეიძინა. ფონდში ამბობენ, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ორგანიზაციაა. 2015 წელს ,,ბიზნეს დეველოპმენტმა” აგრარული უნივერსიტეტის მომიჯნავე ტერიტორია ასევე ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით შეიძინა. გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ყოფილი პრემიერი პროექტ ,,პანორამა ბათუმის” განხორციელებას აპირებს არც ტურიზმის ფონდი და არც ბიზნეს დეველოპმენტის 100 პროცენტიანი მეწილეები ადასტურებენ. კომპანიაში ამბობენ, რომ ტერიტორიაზე რომელიც 2015 წელს შეიძინეს 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება იგეგმება.

ამავე კატეგორიაში