ვენეციის კომისია ადასტურებს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი უკრაინულის იდენტურია, დეოლიგარქიზაციაზე სპეციალური კანონის მიღება შესაძლებელია - შალვა პაპუაშვილი

14 მარტი 2023, 22:24 794 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის თაობაზე აცხადებს, რომ კომისია ადასტურებს, რომ კანონი უკრაინულის იდენტურია.

ამასთან, როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ვენეციის კომისია ადასტურებს, რომ დეოლიგარქიზაციაზე სპეციალური კანონის მიღება შესაძლებელია.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტს, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ვენეციის კომისიას დასკვნისთვის წარდგენილ პროექტზე არსებითი შენიშვნა არ აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში ვენეციის კომისია უფრო შორს წავიდა და ევროკომისიის რეკომენდაციების ჭრილში განიხილა საკითხი და ევროკომისიის რეკომენდაცია იუსტიციის საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით „კორპორატივიზმის“ აღმოსაფხვრელად“.

„ამ დასკვნაშიც, ისევე როგორც წინა დასკვნაში, კომისია ამბობს, რომ თავად ვერ იტყვის, რომ კორპორატივიზმი არსებობს და რომ ეს მას მხოლოდ სმენია. ვენეციის კომისიამ ასევე გაიმეორა მისი წინა რეკომენდაცია 2021 წლის დეკემბერში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე, თუმცა იქვე დაადასტურა, რომ ვინაიდან ეს ცვლილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის პოზიცია, რომ ის ელოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისაღებია.

მომავალ კვირას ველოდებით ამავე პროექტებზე ეუთო/ოდირის დასკვნას, რის შემდეგაც პარლამენტი განაახლებს პროექტების განხილვას“, – წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი