ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

14 მარტი 2023, 18:10 683 ნახვა

ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე დაკავებულს  ბრალი წაუყენეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით,  ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე. შეგახსენებთ, რომ ბულვარში ძლიერი ქარის გამო ბატუტი გადაბრუნდა,  რა დროსაც ატრაქციონზე მყოფი ორი ბავშვი დაშავდა.  9 წლის ბიჭი გარდაიცვალა, მისი ძმა კი  ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ვინ ამოწმებს ატრაქცინების უსაფრთხოებას, მომხდართან დაკავშირებით განცხადებები არც  ბათუმის მერიაში და არც ბულვარის ადმინისტრაციაში არ გაკეთებულა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში