კალიფორნიის ცენტრალურ ნაწილში დატბორილი პაჟაროს მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია. ისინი სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვენ.
მოსახლეობის ნაწილმა უარი თქვა საევაკუაციო ცენტრში გადაყვანაზე, რადგან დატოვებული სახლების ძარცვის შემთხვევები გახშირდა.
სტიქიამ ორი ადამიანი იმსხვერპლა. კალიფორნიის ცენტრალური და ჩრდილოეთ ნაწილები კოკისპირულმა წვიმებმა და შტორმმა მოიცვა, რასაც წყალდიდობა, ქვათა ცვენა და მეწყერი მოჰყვა.
შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.