„დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები ერთობლივი ვიზიტით სტრასბურგსა და ბრიუსელში გაემგზავრნენ.
როგორც პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, შეხვედრებს გამართავენ ევროკავშირის სტრუქტურებში.
მათი თქმით, ვიზიტის მიზანია იმ პრობლემების განხილვა, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით არსებობს.