ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაჭიანურებაზე საუბრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზი.
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ე.წ-ულ სტეფანოვკის ხიდთან მიმდინარე სამუშაოებს კორუფციულ გარიგებას უწოდებს და მისივე მტკიცებით, ქართული ოცნების შემომწირველი კომპანია ვალდებულებას არ ასრულებს და მას მთავრობა მფარველობს.
რეზო ხარაზი შესაბამის უწყებებს მიმართავს საკითხის დროული მოგვარებისთვის.