სინაგოგის ყოფილი შენობა, რომელიც “საქართველოს ებრაელთა კავშირის” სარგებლობაშია, შესაძლოა დაანგრიონ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობა, ამ დრომდე სახელმწიფოს საკუთრებაშია, თუმცა ავარიულ მდგომარეობაში. “ებრაელთა კავშირის” თავმჯდომარეს, რომელიც სინაგოგის ადგილას, მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობას აანონსებს, მესამე სექტორში, კანონს ახსენებენ.