ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ 4 ოჯახს საცხოვრებელი სახლები გადაეცა. მიმდინარე წელს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ქობულეთში დამატებით 12 ოჯახისთვის აშენდება, რისთვისაც 800 000 ლარია გათვალისწინებული.
ასევე, ქობულეთში 200 ოჯახისთვის დაგეგმილია 2 მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა.
საცხოვრებელი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 200-მდე ეკომიგრანტი ოჯახის დაკმაყოფილებას.