საერთაშორისო ასპარეზზე. ე.წ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. -„გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ. ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს“, - საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ქართულად გამოეხმაურა. რუსეთი კი ისევ თავს გვესხმის და ამ დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში ამერიკას ადანაშაულებს. სერგეი ლავროვის თქმით, ე.წ. აგენტების კანონპროქეტი მხოლოდ საბაბი იყო მთავრობის ძალისმიერი შეცვლის დასაწყებად და ის ძალიან ჰგავს კიევის „მაიდანს“. კიდევ რა შეფასებები გაკეთდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ვნახოთ რეპორტაჟი