ბათუმის დრამატული თეატრი საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადება. თეატრალურმა დასმა, რეჟისორთან ერთად გენერალური რეპეტიცია უკვე გაიარა.
,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" - აქვსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით, ერთ მოქმედებიან კომედიას მაყურებელი დღეს დრამატული თეატრის დიდ სცენაზე 19:00 საათზე ნახავს.
როგორც მსახიობებმა თქვეს, კომედიისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქით, მხიარული და მშვიდი საღამო ელოდება თეატრში მისულ მაყურებელს.