ევროპარლამენტარების შეფასება

09 მარტი 2023, 18:10 744 ნახვა

როგორია საერთაშორისო გამოხმაურებები კანონპროექტის გამოწვევასთან დაკავშირებით:  ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, გაიწვიოს კანონი, რადგან მიიჩნევს, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.    სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას  საქართველოში გერმანიის საელჩომ.  დიპლომატიური მისია განსაკუთრებით მიესალმება მოსახლეობასთან დიალოგის გამართვის ინიციატივას.   საქართველოს კვლავ შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე, - წერს ტვიტერზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი. კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას ევროპარლამენტარებიც გამოეხმაურნენ. ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე წერს, რომ ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მათ რომ თავიდანვე მოესმინა ქართველი ხალხისა და მეგობრებისთვის.  კოლეგის  პოზიციას იზიარებს  მირიამ ლექსმანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი