ევროპარლამენტარები „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ევროპარლამენტარი აღნიშნავენ, რომ ღრმად შეშფოთებულები არიან საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოური აგენტების” კანონის პირველი მოსმენით დამტკიცების გამო და აღნიშნავენ, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და სტანდარტებს, და ძირს უთხრის საქართველოს პროევროპულ გზას. აღნიშნულ განცხადებას 16 ევროპარლამენტარი აწერს ხელს