ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში პოლონელი ექიმების ჩართვაზე სამინისტროსთვის არ მიუმართავთ - იუსტიციის მინისტრი

07 მარტი 2023, 12:22 553 ნახვა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებს, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში პოლონელი ექიმების ჩართვაზე სამინისტროსთვის არ მიუმართავთ.

მინისტრის განმარტებით, კვლავ ძალაშია სამინისტროს შეთავაზება, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ნებისმიერი უცხოელი ექიმი ჩაერთოს.

"არ მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ. ჩემთვის ჯერ არავის მოუმართავთ. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ, ჩვენ შევთავაზეთ, რომ ნებისმიერი ექიმი ჩამოეყვანათ, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. ამ შეთავაზებაზე პასუხი არ მიგვიღია. ჩვენი შეთავაზება ძალაშია",- აღნიშნავს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოში უახლოეს დღეებში პოლონელი ექიმები ჩამოვლენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი