ქართველები NBA-ში. გოგა ბითაძის 4 ქულა და სანდრო მამუკელაშვილის 6 ქულა

06 მარტი 2023, 19:44 570 ნახვა

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში ქართველი კალათბურთელების გუნდებმა მორიგი მატჩები გამართეს. გოგა ბითაძის ორლანდომ შინ პორტლენდი მიიღო, ხოლო სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონო სტუმრად ჰიუსტონს დაუპირიპისპირდა. საქართველოს ნაკრების ორივე კალათბურთელმა ითამაშა, თუმცა მათი გუნდები დამარცხდნენ. ორლანდოს მაისურით მესამე შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძემ. 23 წლის ქართველმა ცენტრმა პორტლენდთან საშინაო შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან, 6 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. სანდრო ჰიუსტონის წინააღმდეგ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მოედანზე კი 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ორლანდო მეჯიკს 27 მოგება და 38 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას გოგას გუნდი 8 მარტს, შინ მილუოკი ბაქსთან გამართავს. მამუკელაშვილის გუნდს 16 მოგება და 49 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 11 მარტს, დენვერ ნაგეტსთან ჩაატარებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი