გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ვალენსიასთან“ 72:77 დამარცხდა

06 მარტი 2023, 19:43 583 ნახვა

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ესპანეთის ლიგა ენდესაში ვალენსიასთან სტუმრად 72:77 წააგო და თავად ქართველ ცენტრსაც წარუმატებელი მატჩი ჰქონდა. ქართველის გუნდი მატჩის მიმდინარეობისას 15 ქულით იგებდა, მე-3 მეოთხედი 8:22 დათმეს და ეს იყო გადამაწყვეტი ფაქტორი. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 12:22 წუთი გაატარა და 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა მე-4 ჯარიმა მე-4 მეოთხედის ბოლოსკენ მიიღო ვინაიდან უკმაყოფილება გამოხატა, იქვე მსაჯებმა მას ტექნიკური ფოლიც მისცეს, ამდენად, გიოს სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება ნაადრევად მოუხდა. ლენოვო ტენერიფეს 14 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო თამაშს კი 11 მარტს, შინ, ხუვენტუტთან ჩაატარებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი