როგორც უკვე გითხარით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მხარდაჭერამდე სადავო კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა - საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი შესაძლოა გადაიხედოს და ის არ შეეხოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, საგანმანათლებლო და სამედიცინო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს. ამით ის დაეთანხმა „ოცნების“ დეპუტატ რატი იონათამიშვლის იდეას. კანონპროექტის 9 საათიანი განხილვის დეტალები ვნახოთ რეპორტაჟში.