ვამზადებთ სამართლებრივ დასკვნას ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა შეაფასოს საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობა - ეუთო/ოდირი

06 მარტი 2023, 18:42 497 ნახვა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) განცხადებით, ე.წ უცხოელი აგენტების კანონპროექტის შესახებ სამართლებრივ დასკვნას ამზადებს., – ამის შესახებ ეუთო/ოდირი წერს.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ამ საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლებენ საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ეუთო-ს ქვეყნებს აღებული აქვთ ვალდებულება, რომ კანონები ღია, ინკლუზიური და საჯარო კონსულტაციების პროცესის მეშვეობით მიიღონ. ასოციაციებთან და მათ წევრებთან საჭიროა მნიშვნელოვანი კონსულტაციები, განსაკუთრებით მაშინ, როცა კანონი მათ მუშაობას პირდაპირ ეხება და იცავს მათ მთავარ როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში. გამოხატვის თავისულფლება და გაერთიანების თავისუფლება დემოკრატიისთვის ფუნდამენტურია. ოდირი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას საქართველოში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა შეაფასოს მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ჩვენ ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშრებით საერთაშიროსო პარტნიორებთან ვითანამშრომლებთ“, – წერს ორგანიზაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში