არაერთი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების, ტექნიკური შესვენებისა და დეპუტატების სხდომათა დარბაზიდან გაძევების მიუხედავად, დაახლოებით 5 საათია იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტების განხილვა გრძელდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან გაძევებული ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ დარბაზს მიღმა განსხვავებული აზრის გამო აღმოჩნდნენ.
მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან, რაც მოგვიანებით უწყებამ უარყო და განცხადება გაავრცელა.