“პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება, “„ეს არის პირველი რესპუბლიკის და არა ბოლშევიკური დარბაზი“, ეს არ არის კომიტეტის სხდომა, ეს არის სპეცოპერაცია”- მსგავსი შინაარსის განცხადებები კეთდება კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, ვინც სხდომათა დარბაზში რჩება ამ დროისთვის, ნაწილი კი დარბაზის მიღმა აღმოჩნდა, ანრი ოხანაშვილის გადაწყვეტილებით, რომელსაც ოპონენტები რუსული საქმის კეთებაში ადანაშაულებენ.
ოპოზიციის თქმით, კომიტეტზე განსხვავებული აზრის მქონეებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ ალაპარაკებს. განხილვა უკვე რამდენიმე საათია დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.