მეწყრული პროცესები მაღალმთიან აჭარაში

06 მარტი 2023, 11:11 1147 ნახვა

მეწყრული პროცესი განვითარდა ქედაში. სოფელ კოკოტაურში გუშინ გვიან ღამით განვითარებულმა მეწყერმა ზოიძეების საცხოვრებელი დაანგრია. ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მიწის მასამ საავტომობილო გზაც ჩაკეტა.

ქედის მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიური მეწყრის  გამო ვერ ხორციელდება. სამუშაოების დაწყება გამოდარებისთანავე იგეგმება. 

კიდევ ერთი მეწყრული პროცესი განვითარდა ხულოში, ამჯერად სოფელ პაქსაძეებში., რის გამოც საავტომობილო მოძრაობა კურორტ გოდერძის მიმართულებით შეზღუდულია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ხულოში სხვადასხვა ლოკაციაზე მეწყრული პროცესებია უკვე მესამე დღეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი