მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მასწავლებლების მიმართვა

05 მარტი 2023, 20:02 860 ნახვა

უკიდურესად შეწუხებულნი ვართ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით - ნათქვამია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მასწავლებლების განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელეს.

60 მასწავლებლის პოზიციაა, რომ კანონპროექტი არ ემსახურება საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს და  ზიანს მოუტანს მის უდიდეს უმრავლესობას. მასწავლებლები, დარწმუნებულები არიან, რომ კანონპროექტის განხილვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საფრთხეს უქმნის.

მასწავლებლები მოუწოდებენ კოლეგებს, საჯარო უწყებებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და განათლების სამინისტროს, ხმა აიმაღლონ არსებული კანონპროექტის წინააღმდეგ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი