კვლავ მეწყერია ჩამოწოლილი ხულო-ადიგენის გზაზე, პაქსააძეებში, კათხევას, ჯვარიქეთისა და რიყეთის მონაკვეთზე. გზაზე ჩამოწოლილი მიწის მასის სულ ოთხი კერაა, ოთხივე ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ხულოს მერის ინფორმაციით, მეწყრული პროცესების გამო საგზაო მოძრაობა შეწყვეტილია გოდერძის უღელტეხილამდე და მოქმედებს შეზღუდვები.
პირველი მეწყრის ჩამოწოლიდან უკვე მესამე დღეა, მუნიციპალიტეტში გზის აღდგენას დღეს ელოდებიან.