„იარაღის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს

04 მარტი 2023, 11:40 607 ნახვა

შსს განცხადებას ავრცელებს, სამინისტროს განცხადებით - შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, აღნიშნული კანონპროექტით დაინტერესებულ პირებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს წარმოადგენს იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევების შემცირება და პრევენცია.შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება მსჯელობა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია „იარაღის შესახებ“ კანონში არსებულ გამოწვევებთან - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი