სახალხო დამცველის განცხადება

17 მაისი 2016, 00:00 2518 ნახვა

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველი. ციტატა: “საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და შემწყნარებლობის კულტურის ჩამოყალიბებისათვის ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. კვლავ პრობლემას წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვა. სამი წლის გასვლის მიუხედავად, 2013 წლის 17 მაისს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების გამო არცერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა”.-აღნიშნულია განცხადებაში. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა და  ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთას.

ამავე კატეგორიაში