ე.წ. აგენტების კანონპროექტი - საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა

03 მარტი 2023, 18:02 806 ნახვა

„უცხოელი აგენტების“ შესახებ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, საერთაშორიო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულია, რომ კანონის მიღების შემთხვევაში მას მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე შემზარავი ეფექტი ექნება. ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გადახედოს აღნიშნულ კანონპროექტს. „უცხოელ აგენტებთან“ დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.  ნედ პრაისის განცხადებით, უცხოური აგენტის შესახებ კანონპროექტს ვინც ხმას მისცემს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოტენციურად საფრთხის წინაშე დაყენებაზე. ასევე 20-ზე მეტი დარგობრივი ასოციაცია პარლამენტს განცხადებით მიმართავს.    საუბრობენ საფრთხეებზე, რომლებიც  სოფლის  მეურნეობის  სექტორში  შესაძლოა შეიქმნას  ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში.   ასოციაციების წევრები ამბობენ, რომ წლებია, რაც სწორედ დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით, სოფლის მეურნეობაში ხორციელდება უამრავი მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და ქვეყანაში  სიღარიბის დაძლევას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი