პარტია "მოქალაქეები" სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას ბიუროზე დღეს დაარეგისტრირებს. სხდომა ამ წუთებში იწყება.
როგორც თავად კანდიდატმა აღნიშნა, მას აქვს რესურსი კონსესუსის მიღწევის და ასევე შესაძლებლობა, მოაგროვოს 90 დეპუტატის ხმა. "მოქალაქეების" თავმჯდომარეს ღია მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა ოპოზიციის ნაწილმა.იოსელიანის წინააღმდეგი არც უმრავლესობაა, თუმცა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ისინი უმრავლესობის სხდომაზე მიიღებენ.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის გამჭვირვალედ არჩევა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა გაითვალისწინოს.