სამედიცინო დახმარებაზე უარი წამებას უთანაბრდება, რაც სიკვდილის სერიოზული რისკის, მუდმივი ინვალიდობისა და სხვა გარდაუვალი ზიანის წინაშე აყენებს მას, ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების, „ჰიუმან რაითს უოჩისა“ და „ამნესტი ინტერნეშენალის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. მასში ხაზგასმულია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ჯერაც ელოდებიან რეაგირებას ორგანიზაციების შეშფოთებაზე, რაც 10 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი გაგზავნილ მათ ერთობლივ წერილშია გამოთქმული.
"ჰიუმან რაითს უოჩი“ და „ამნესტი ინტერნეშენალი“ ხაზს უსვამენ ექიმების ორი დამოუკიდებელი ჯგუფის დასკვნას, რომლის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ბოლო 16 თვის განმავლობაში სააკაშვილის ჯანმრთელობას სიცოცხლისათვის საშიში რიგი სიმპტომი განუვითარდა.
ამასთან ტექსტში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მოსამართლის მიერ მძიმედ დაავადებული პატიმრების გათავისუფლებას, რაც ხშირად უარყოფილია.