პარლამენტის თავმჯდომარისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა

01 მარტი 2023, 19:41 670 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორი პროექტის შესახებ. მათ შორის გამოთქმულ წუხილებზე, რომ არ მოხდეს ისეთი მოწესრიგება, რომელმაც შეიძლება გარკვეული ჩრდილი მიაყენოს ამა თუ იმ აქტორს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან მარტივი დისკუსია არ ჰქონია. ელჩის განმარტებით, ეს ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ეს ინიციატივა 12-დან როგორც მინიმუმ 2 პუნქტს ეწინააღმდეგება, რომლებიც საქართველოს წინა წლის ივნისში გადაეცა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი