წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა

01 მარტი 2023, 10:52 707 ნახვა

გონიოში მატათა მოციქულის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტით განხორციელებული სამუშაოების შემდეგ წყალმომარაგების  ახალი ქსელი მოეწყობა და   24 საათიანი წყალმომარაგებით 100-მდე აბონენტი ისარგებლებს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ბათუმის წყალის“ მიერ  ბათუმისა და შემოერთებული ტერიტორიების მასშტაბით დაახლოებით 18 კმ ახალი წყალმომარაგების ქსელი მოეწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში