საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების - ICON•S საქართველოს პრეზენტაცია

01 მარტი 2023, 11:11 559 ნახვა

საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების - ICON•S დაარსების ცერემონიალი გაიმართა. საერთაშორისო საზოგადოების ეროვნული წარმომადგენლობა  ჩამოყალიბებულია თანამედროვე საჯარო სამართლის, მათ შორის ადმინისტრაციული, საკონსტიტუციო, საერთაშორისო სამართლის საკითხების განხილვის მიზნით მრავალფეროვანი  აკადემიური ფორუმის შესაქმნელად. იგი იქნება  სამუშაო სივრცე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ცნობილი მეცნიერები, ასევე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები.

ორგანიზატორების განცხადებით,  მათი მიზანია შეიქმნას აკადემიური სივრცე მეცნიერებისთვის, რომლებიც იყენებენ სხვადასხვა მეთოდოლოგიას და იურიდიული განათლების სხვადასხვა სკოლას წარმოადგენენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი